აღსარების საიდუმლო საქართველოში დარღვეულია - ლელა ჯეჯელავა

15.06.25 14:12
აღსარების საიდუმლო საქართველოში დარღვეულია - ლელა ჯეჯელავა

 

 

აღსარების საიდუმლო საქართველოში დარღვეულია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა შაბათის ეთერში გასული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ საუბრობს. ანალიტიკოსის თქმით, ეს ფაქტი ცხადად წარმოაჩენს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სიმახინჯეს. 

ჯეჯელავა არ გამორიცხავს, რომ თუ "ოცნება" ძალაუფლების გამყარებას შეძლებს, მას ექნება ყველა ბერკეტი რომ ზეგავლენა იქონიოს როგორც სასულიერო პირებზე, ასევე მრევლზეც.

აღსარების საიდუმლო საქართველოში დარღვეულია. ეს უცნობი არ არის, მაგრამ ახლა ამის შესახებ უკვე ხმამაღლა გახდა საუბარი შესაძლებელი. ეს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ძალიან მახინჯ სახეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობისა. როგორც ჩანს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაცია მზადაა, ყველაფრის ფასად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან. თუ  მოხდა ისე, რომ რეჟიმმა გაიმყარა ძალაუფლება, მას ყველა ბერკეტი აქვს, რომ თავად ეკლესიის მაღალი იერარქებიდან დაწყებული, მრევლით დამთავრებული, ყველაზე იქონიოს ძალიან მძიმე გავლენები, - ამბობს ანალიტიკოსი. 

 TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს, წყარომ მიაწოდა აუდიო-ჩანაწერი, რომელიც კონფიდენტის თქმით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანისა და იმ მონაზვნის საუბარს ასახავს, რომელიც სავარაუდოდ, მთავარეპისკოპოსის გასანეიტრალებლად გადაიბარეს. 

ჩანაწერის მიხედვით, მონაზონი ეპისკოპოსს ეუბნება, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი მისი მოწამვლის გეგმას თვეების განმავლობაში ამუშავებდა.

ამავე აუდიო ჩანაწის თანახმად, მონაზონიწმინდა სინოდის წევრს ეუბნება, რომ მისი ლიკვიდაციის სურვილი დღის წესრიგიდან ახლაც არ არის მოხსნილი. 

  • "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისისთვის დაუდგენელია, რა ვითარებაში მოხდა, ეპარქიის მონაზვნისა და ეპისკოპოსის საუბრის ჩაწერა, თუმცა სამიდან ორი ჩანაწერი, მაღალი გარჩევადობისაა.

 

მსგავსი სიახლეები