გურიის გუბერნატორი გადაჭრით ვერ ამბობს, როდის დაეხმარებიან სტიქიის შედეგად 4 თვის წინ დაზარალებულ მოსახლეობას
იმ ფონზე, როდესაც გურიაში, თებერვლის სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობა ამ დრომდე კომპენსაციის გარეშეა, საჯარო მოხელეებს ნახევარი მილიონის პრემიები დაურიგდათ. "პირველები" დაინტერესდა, როდის დააკმყოფილებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ამ კითხვით გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძეს მიმართა, რომელიც სტიქიის დროს ოზურგეთის ვიცე მერი იყო.
სატელეფონო საუბარში ღურჯუმელიძე პირობას დებს, რომ დახმარება აუცილებად იქნება, თუმცა ვერ ამბობს, ეს როდის მოხდება.
არცერთი ადამიანი, ვისაც ამის საჭიროება აქვს, უყურადღებოდა არ დარჩება. ბევრ ადამიანს მაქსიმალური ყურადღება მიექცა, არც მომავალში დარჩებიან უყურადღებოდ. ეს ისეთი საუბარია, რომელიც, საერთოდ, აზრს მოკლებულია, - ამბობს გურიის გუბერნატორი.
ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები კი მიზეზად კორუფციას ასახელებენ.
მაშინ, როდესაც უკვე თვე გავიდა, რაც სტიქიითდ აზარაებულ ადამიანებს არ ეხმარებიან და ამასობაში სიმწრით ნაშოვნი უნადგურდებათ რაც მეტი დრო გადის, ამ დროს ზოურგეთის თბილისელი მერი, რომელიც არის ქურდი, მომპარავი და კორუმპირებული, მასთან მისულ მცირეწლოვნების დედას ეუბნება, რომ დასახმარებელი კიდევ ბევრია და ვერ დაეხმარება. კი, ბატონო ოთო, დასახმერებელი ნამდვილად ბევრია და თქვენ რომ არ იპარავდეთ ხალხის ფულს, ამ ადამიანებს ნამდვილად ეშველებოდათ, - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.