ეროვნული გამოცდების ალტერნატივა - აბიტურიენტების უნივერსიტეტებში მოხვედრა შესაძლოა, სკოლის ნიშნებმა გადაწყვიტოს
უქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები? ამ საკითხზე კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კობახიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოხსენებითი ბარათი გასაჯაროვდა. დოკუმენტში წერია, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ეროვნული გამოცდების ალტერნატივაზე ფიქრობს. თუ ამ მოხსენებით ვიხელმძღვანელებთ, უახლოეს პერიოდში, არ არის გამორიცხული, რომ აბიტურიენტების უნივერსიტეტებში მოხვედრა სკოლის ნიშნებმა გადაწყვიტოს. ეს კი აბიტურიენტებისთვის მიუღებელია.
როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ეს ინიციატივა ბევრ რისკებს აჩენს. მათი მოსაზრებით, მაშინ, როდესაც სკოლებში ნიშნებიც კი არაობიექტურად იწერება და პედაგოგების პირადი სიმპათიები წყვეტს მათ აკადემიურ მოსწრებას, ეს გადაწყვეტილება მე-12 კლასელებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს.
ამ საკითხზე აქტიურად დაიწყეს მსჯელობა სფეროს ექსპერტებმაც. ფიქრობენ, რომ მაშინ, როდესაც სკოლები სრულად არის პოლიტიზირებული და პარტიულ გავლენებს დაქვემდებარებული, ეს გადაწყვეტილება გაზრდის კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს. არადა, 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ამოქმედების მიზანი სწორედ კორუფციის დამარცხება იყო.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.