"შაბათის ეთერის" სკანდალური გამოძიება - ვინ და რატომ უსმენს მრევლს და ბერს?

15.06.25 20:45
"შაბათის ეთერის" სკანდალური გამოძიება - ვინ და რატომ უსმენს მრევლს და ბერს?

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული სკადალური ჩანაწერის თანახმად, მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიაში სავარაუდოდ, სპეცსამსახურებს სპეციალური აპარატურა აქვთ დამონტაჟებული და ფარულად იწერენ სასულიერო პირებისა და მრევლის საუბარს.

აუდიო-ჩანაწერის თანახმად, მათ შორის, საუბარია აღსარებაზეც. ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც "შაბათის ეთერმა" მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის მონაზვნის და ეპისკოპოსის ჩანაწერი გაასაჯაროა.

„პირველებთან“ საუბრისას დეკანოზი ილია ჭიღლაძე იხსენებს, რომ გიორგი ჯამდელიანს დიდი ხანია, მოსმენაზე ეჭვები აქვს, თანაც იმდენად, რომ ახლო გარემოცვასაც ჩურჩულით ელაპარაკება.

დეკანოზ ილია ჭიღლაძის მტკიცებით, რომელიც მარნეულის ეპისკოპოსის მოადგილის პოზიციას წლების განმავლობაში იკავებდა, ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანისა და ქვემო ქართლის ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ფულია.

კითხვაზე, ვინ და რატომ უსმენს აღსარებებს, თეოლოგები გვპასუხობენ, რომ ეს ყველა რეჟიმის დროს, საზოგადოების კონტროლის აპრობირებული მეთოდია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით გადაიბარა და უკვე მრავალი წელია ამ ხერხს მიმართავს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები