უწყვეტი პროტესტის 200 დღე - რა გზავნილით გავიდა ხალხი ქუჩაში
პროტესტის მე-200 დღეს მოქალაქეები ისევ ქუჩაში გავიდნენ. ევროპული მომავლის მცველები მთავრობის ადმინისტრაციასტან შეიკრიბნენ. დაიწყო სიტყვით გამოსვლებიც.
მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ 200 დღის გამავლობაში "ოცნების" მხრიდან არაერთი რეპრესიის შემსწრე გახდნენ. ისინი ივანიშვილის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეუბნებიან, რომ "ოცნების" ძალისხმევა უშედეგოა, რადგან საქართველოს ევროპულ მომავალს ბოლომდე დაიცავენ.
აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ მათ ვერც ჯარიმებით და ვერც დაპატიმრებით შეაშინებენ.
ვერანაირი კანონი, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ვერ შემაშინებს, იმიტომ, რომ მთავრობა გამოვიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან მაშინ, როდესაც შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. კანონიერების გარანტი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ეს მმართელი პარტია გამოვიდა კანონიერების და სამართლის ფარგლებიდან მათი მმართელობის პირველი დღეებიდანვე. უნდა აღვკვეთოთ ეს პუტინის საცეცები ერთხელ და სამუდამოდ, - ამბობს აქციის მონაწილე.
შეკრებილებს უკვე შეუერთდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც.
ამ ორასმა დღემ გვაჩვენა, რომ სამართალი ჩვენსკენაა. გვაჩვენა სიმტკიცე, გვაჩვენა აქციის მდგრადობა და აჩვენა ის, რომ ყველა, ვინც დღეს ქუჩის აქციებში მონაწილეობს, იდეის გამო დგას ქუჩაში და არა საიმე სარგებლის გამო, - ამბობს სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე.
პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანია, სადაც საქართველოს მოქალაქეები ახლაც იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძეც, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაყარონ ფარ-ხმალი და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.
ბედნიერებაა ის, რომ ხალხი არ ნებდება და პირიქით, უფრო ღვივდება პროტესტი და მე მჯერა ჩემი ქვეყნის მომავლის. არავინ დაყაროთ ფარ-ხმალი, ჩვენს ხელშია ამ ქვეყნის მომავალი, ვიყოთ ერთად და აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამბობს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.
ცნობილია,რომ ორივე პროტესტი საბოლოოდ, პარლამენტთან გაერთიანდება.