წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია მეორედ დაიბარეს

16.06.25 10:38
წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია მეორედ დაიბარეს

წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. წულუკიანის თქმით, კითხვები ყოფილ პრემიერთან და შს მინისტრთან ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ექნებათ.

მისივე ინფორმაციით, გახარიას 23 ივნისს გამოკითხავენ.

23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს პროცედურა შეტყობინების ნაწილობრივ უკვე არის დასრულებული, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის სრულყოფილად დაცვის მიზნით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არც ერთი სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო და ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მაცხოვრებლის ახსნა-განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, მას დამატებითი კითხვები დავუსვათ" - განაცხადა დღევანდელ სხდომაზე თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები