ჩვენებები გახარიას წინააღმდეგ - საგამოძიებო უწყებაში ალექსანდრე ტაბატაძე მივიდა
პროკურატურაში გამოკითხვების სერია დაიწყო - საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ ალექსანდრე ტაბატაძე მივიდა.
ის ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
როგორც ტაბატაძემ ჟურნალისტებს უწყებაში შესვლამდე უთხრა, “იყო ესკალაციის საფრთხე და მიიღეს ის, რაც მიიღეს“.
„პირველების“ ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ როცა საგუშაგო აგვისტოში გაიხნა, რატომ დანიშნეს გახარია სექტემბერში პრემიერად, თუ ფიქრობდნენ, რომ ის "ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებდა", ტაბატაძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა და მხოლოდ სხვა საგუშაგოების გახსნაზე ისაუბრა.
იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს 2 საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლოებას პრობლემები ექმნებოდა, ეს იყო 2012 წელს, გორის რაიონში, ზარდიაანთკარში დადგმული, თუმც აყველა უწყებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული და იქინდა არცერთხელ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა და მეორე, საჩხერის რაიონ სოფელ პერევში, სადაც ანალოგიური განხორციელდა და მოვახდინეთ კოორდინაცია, - თქვა მან.
დღესვე ჩვენებას პროკურატურას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, კახა კახიშვილი მისცემს. მას 18:00 საათზე ელოდებიან.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს.
"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
„ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში.
ფოტო: IPN.GE