ექსპერტი: საქმის კადრები უვარგისია პირის იდენტიფიცირებისთვის - რა მოხდა პროცესზე
ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნამ სინდისის პატიმრის საქმე თავდაყირა დააყენა. საუბარია ანრი კვარაცხელიას საქმეზე, რომელსაც გამოძიება პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.
სამხარაულის ექსპერტმა, რომელმაც დაცვის მხარის თხოვნით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა, დოკუმენტში დაწერა, რომ ანრი კვარაცხელიას საქმის მთავარი მტკიცებულება იმდენად დაბალი გარჩევადობისაა, რომ ხარისხის გაუმჯობესების შემდეგაც კი შეუძლებელია მომიტინგის ამოცნობა.
გაკეთდა ვიზუალური ანალიზი, რის შედეგადაცა მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა და ეს მოიცავდა ხარისის გაუმჯობესების სამუშაოებს, არ აღმოჩნდა საკმარისი პირის საიდენტიფიკიაციო კვლევის ჩასატარებლად. ზოგადად, ჰაბიტოსკოპიური კვლევისთვის საჭიროა, რომ სახის ნაკვთები განსაკუთრებული სიზუსტით იყოს ასახული და კადრში დაფიქსირებული, ვინაიდან ის პროგრამები, რომლებსაც ჩვენს შემთხვევაში ვიყენებთ ჰაბიტოსკოპიუირ კვლევის ჩასატარებლად, მოითხოვს განსაკუთრებული სიზუსტით აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. შესაბამისად, მოცემულ ჩანაწერზე გამოსახულება, რომელიც შეირჩა და რომელიც შედარებით, მაქსიმალურად კარგად ასახავდა, ვთქვათ, კონკრეტულ პირს, მაინც იყო უვარგისი.
ტანსაცმელზე ვიზუალური ანალიზის ჩატარება შესაძლებელია, რაც კადრშია სახული იმ კონკრეტულ ტანსაცმელზე, მაგრამ ტანსაცმლით იდენტიფიცრება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ფარგლებში, ასეთი მეთოდოლოგია არ გვაქვს, რომ ტანსაცმლით მოხდეს კონკრეტული პირი იდენტიფიცირება, - თქვა პროცესზე ექსპერტმა.
სინდისის პატიმრის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არ არსებობს პრიდაპირი მტკიცებულება, რომელიც კვარაცხელიას მიერ სპეცრაზმის მიმართულებით მოლოტივის კოქტეილის სროლად დაადასტურებს. მათი თქმით, ვიდეკადრებიდან იმ პირის ამოცნობა, რომელიც მასაფეთქებელ ნივთიერებას ისროდა, გამორიცხულია, რადგან ამ კონკრეტულს სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული.
რაც შეეხება ბრადების მხარეს, პროკურორი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ვიდეოჩანაწერი ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეიი ისროლა, ანრი კვარაცხელია არ არის.
დაცვის მხარეს ექსპერტიზის წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ ერთი ვიდეოჩანაწერი,მიუხედავად იმისა, რომ საქმეში სამი ვიდეოჩანაწერი არსებობს. დაცვის მხარის მიერ ექსპერტიზისთვის წარდგენილი ერთი ვიდეო ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ ვიდეოჩანაწერზე არსებული პიროვნება არ არის ანზორ კვარაცხელია, ვინაიდან ეს მხოლოდ ერთი ვიდეოა და ეს ვიდეოები უნდა შეფასდეს კომპლექსურად. შესაბამისად, ბრალდების მხარის შეფასებით, აღნიშული დასკვნა არის ნაწილობრივი, - თქვა პროკურორმა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გახსნა. დაცვის მხარე გეგმავს, დღევადელ სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით. საუბარია დოკუმენტებზე, სადაც ჩეჩინი მიუთითებს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.