ციხეში მტრული და არასასურველი გარემოს შექმნის საფუძვლით ჩეჩინის ადვოკატმა პატიმრობის შეცვლა მოითხოვა

16.06.25 15:34
ციხეში მტრული და არასასურველი გარემოს შექმნის საფუძვლით ჩეჩინის ადვოკატმა პატიმრობის შეცვლა მოითხოვა

მოსამართლე ჯვებე ნაჭყემიამ ანტონ ჩეჩინის საქმეს ომბუდსმენის აპარატის მომზადებული დოკუმენტი დაურთო. წერილში აღწერილია, რომ ციხეში სინდისის პატიმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამის გამო კი სხეულზე დალურჯებები აღენიშნებოდა.

ჩეჩინი ის პატიმარია, რომელსაც ადვოკატებისა და ოჯახის ცნობით, თავში სიმსივნე აქვს. ადვოკატმა დღესაც სთხოვა სასამართლოს, შეეცვალა ბრალდებულისთვის პატიმრობა გირაოთი, მაგრამ ჯვებე ნაჭყებიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მიზეზად მოსამართლემ თქვა, რომ სავარაუდო ძალადობას ადგილი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა და აღკვეთის ღონისძიებას ამიტომ არ გადასინჯავს. 

ჩეჩინის ადვოატი პირდაპირ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ძალადობა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე კიდევ განმეორდება, ამაზე პასუხისმგებელი სწორედ მოსამართლე იქნება. 

მიუთითა, რომ აღნიშნული შესაძლოა, არის მხოლოდ ერთჯერადი ხასიათის და არ არის მრავალჯერადი ხასიათი. თუნდაც ხვალ რომ განმეორდეს, ან ერთი კვირის შემდეგ განმრეოდეს ანალოგიური, გამოდის, რომ სასამართლო თავად იღებს თავის თავზე პასუხისმგბეობას, - ამბობს გიორგი ჩხეიძე. 

რაც შეეხება სინდისის პატიმრის ოჯახს, ისინი ამბობენ, რომ ანტონ ჩეჩინის სიცოცხლეს ციხეში საფრთხე ემუქრება. 

შანსი არის, რომ გაბედონ ისევ და როდესაც ადამიანს ისედაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მისთვის თითის დაკავება ნამდვილად არ შეიძლება. რა თქმა უნდა, არავისთვის შეიძლება, მაგრამ მითუმეტეს, როდესაც ადამიანს ისედაც ამდენი პრობლემა აქვს, საერთოდ დაუშვებელია ეს და არ ვიცით, რით შეიძლება, ეს დასრულდეს. რა თქმა უნდა საფრთხეშია. წუხს, იცის რაც ხდებოდა რუსეთში და ახლა უკვე აქაც იგივე ხდება, - ამბობს ჩეჩინის მეუღლე მანანა სამხარაძე. 

თავად ანტონ ჩეჩინს პროცესზე სიტყვით არ უსარგებლია. სხდომაზე მხოლოდ ის ითხოვა, რომ მისი საქმე საქართველოში დასრულდეს და სხვა ქვეყანას არ გადაეცეს. 

მსგავსი სიახლეები