ლონდონში სასამართლოს წინ, სადაც ივანიშვილის და „კრედიტ სუისის“ დავა განიხილება, ემიგრანტებმა აქცია გამართეს

ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისის“ შორის დავა მიმდინარეობს, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
საქართველოს მოქალაქეებმა ადგილზე სინდისის პატიმრების და საპროტესტო აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები მიიტანეს.
ეს პროტესტი დაგეგმა მოქალაქეების ჯგუფმა. მიზანია ის, რომ ყველამ დაინახოს, მათაც, ვინც შედის ამ სასამართლოში – ადვოკატებმა, მოსამართლეებმა თუ რეალურად რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს რაღაც კონსპირაციების გამო მთელი ქვეყანა აყვანილი ჰყავს მძევლად“, – ამბობს დათო ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.