კითხვას, რატომ დანიშნეს გახარია პრემიერად ალექსანდრე ტაბატაძე არ პასუხობს

16.06.25 16:44
კითხვას, რატომ დანიშნეს გახარია პრემიერად ალექსანდრე ტაბატაძე არ პასუხობს

ჩვენებები გახარიას წინააღმდეგ - სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის გამოკითხვა დასრულდა. 

ტაბატაძემ გახარია ესკალაციის საფრთხის  შექმნაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილებით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტყის მასივზე კონტროლი დაკარგა.

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის მტკიცებით, გადაწყვეტილება შს ექსმინისტრმა “ნაუცბათევად მიიღო, ის შეთანხმებული არ ყოფილა და შესაბამისად კოორდინაციაც არ მომხდარა“.

ჩორჩანასთნ დაკავშირებით, რომ ყოფილიყო კოორდინაცია შესაბამის სამსახურებთან, ვფიქრობ, გარკვეული ეტაპების განხორციელების შემდეგ, ჩვენ მიზანს მივაღწევდით, ამიტომ იყო, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ იყო და მოხდა, ისე, რომ ნაუცბათევად და შემდგომ უკვე სუს- არ ეთანხმებოდა ამას, იმიტომაც არ იყო შესაბამისი კოორდინაცია.

ჩორჩანას საგუშაგოთი ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი, 100 ჰექტარი ტყე, ეს არის მილიონობით კვადრატული მეტრი. ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა დარჩა ხაზს მიღმა.  გარდა ამისა, ჩვენ, ქართულმა მხარემ რომ დავდგით 1 საგუშაგო, მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა 5 და 1 მოძრავი პოსტი. აი, ეს მივიღეთ ჩვენ და ეს რეალობა. ჩვენ აქ მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ საგუშაგოს მდებარეობა და როლი, მისასვლელი გზა და გზაზე პატრულირება. როცა საოკუპაციო ხაზს ეხება, ყველა ეტაპი ნაბიჯი-ნაბიჯ უნდა იყოს შეთანხმებული და შესაბამისი არგუმენტები მოყვანილი,

მე გავიგე მას შემდეგ, რაც სუს-ში იმართებოდა შეკრებები და ვნახეთ, რომ მდგომარეობა დაიძაბა. სეპარატისტულმა რეჟიმმა რამდენჯერმე შეატყობინა საერთაშიროსო ორგანიზაციებს, იყო ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს, ამის შემდეგ უსაფრთოების სამსახური, დეესკალაციის თვალსაზრისით, ჩაერთო,-განაცხადა ტაბატაძემ. 

მისივე თქმით, მას მაშინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან წვდომა არ ჰქონია და “პირადად მას საქმის კურში არ ჩაუყენებია.“

ტაბატაძის მტკიცებით, მთავარი გაკეთდა და მათ აიცილეს თავიდან ის, რომ არ მომხდარიყო ცეცხლის გახსნა. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება პანაცეა არ არის, გინდა თუ არა, ყველაფერზე უნდა შეიკრიბოს, რას საჭიროა გაკეთდა და ჩვენ მოვახერხეთ, აგვეცილებინა საშიშროება,ა რ მომხდარიყო ცეცხლის გახსნა, -თქვა მან.

რაც შეხება “პირველების“ კითხვას, რატომ არ ჩამოაშორეს გახარია პოლიტიკურ პროცესებს და რატომ დაინიშნა ის 2 კვირაში პრემიერ მინისტრად, ტაბატაძე ამბობს, რომ “ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.“

დღესვე ჩვენებას პროკურატურას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, კახა კახიშვილი მისცემს. მას 18:00 საათზე ელოდებიან.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

მსგავსი სიახლეები