პროტესტი მარნეულის მერიასთან - ადგილობრივები ამბობენ, რომ მოვაჭრეები ნარკოტიკის გადასატანად ბავშვებს იყენებენ
პროტესტი მარნეულის მერიასთან - ადგილობრივები ამბობენ, რომ მოვაჭრეები ნარკოტიკის გადასატანად ბავშვებს იყენებენ.
მარნეულის მოსახლეობა შველას ითხოვს. მათი მტკიცებით, ქალაქში უკონტროლოდ იყიდება ნარკოტიკები და მყიდველთან შეკვეთის მისატანად, არასწრულოვნებს ერთ გამოძახებაზე 50 ლარს უხდიან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია, მაგრამ არ რეაგირებს.
მოქალაქეებმა აქცია მარნეულის მერიასთან გამართეს და ნარკობიზნესში ჩართულების დაკავება მოითხოვეს.
ნარკომოვაჭრეების გამო ვართ მოსული აქ მერიასთან. პატარა ბავშვებს ცხოვრებას უნგრევენ. ბავშვს 50 ლარს აძლევენ და ეუბნებიან რომ ეს ნივთი წაიღე და იმას მიეციო. ეს ყველაფერი შუა სოფელში ხდება. ახლა მოვედით, იქნებ ჩვენი მერი გამოვიდეს და დაინტერესდეს ჩვენით,- ამბობს ადგილობრივი.
ჩვენი მოთხოვნა ისაა, რომ ყველა ბარიგა და ყველა ის პირი, ვისაც სახლის ეზოში მოყავს ნარკოტიკი, დაიჭირონ და ჩასვან ციხეში. სოფელში ღია ბაზარია, არც პოლიცია და არც არავინ აქცევს ყურადღებას ამ ვითარებას, იმიტომ რომ არ აინტერესებთ. 12-13 წლის ბავშვები უკვე ნარკოტიკს ყიდიან და ეწევიან ჩვენს სოფელ არაფლოში,- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
სოფელ არაფლოს მაცხოვრებელბი დახმარებას ითხოვენ.