აზიმუტის თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვიდან ბათუმში მიფრინავდა, ძრავის კარი მოძვრა

16.06.25 17:13
აზიმუტის თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვიდან ბათუმში მიფრინავდა, ძრავის კარი მოძვრა

ავიაკომპანია “აზიმუტის“ თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვიდან ბათუმში  მიფრინავდა, ძრავის კარი მოძვრა.

ეკიპაჟმა საგანგებო სიტუაციის შესახებ დისპეტჩერისგან შეიტყო, რომელმაც აფრენის მომენტში შეამჩნია, რომ თვითმფინავს ძრავის კარი არ ჰქონდა.

რეისი სასწრაფოდ ვნუკოვოს აეროპორტში დააბრუნეს, სადაც განგაშის „ლურჯი კოდი“ გამოცხადდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები