სინდისის პატიმრის იდენტიფიცირება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ვერცერთი ვიდეომტკიცებულებით ვერ ხდება
ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნამ სინდისი პატიმრის, ანრი კვარაცხელიას საქმე პროკურატურას თავდაყირა დაუყენა. ექსპერტიზამ ვიდეომასალაში, რომელიც მტკიცებულებად საქმეში პროკურატურას ჰქონდა ჩადებული, ვერ დაადგინა, რომ პირი, რომელიც ბოთლს ისვრის, ანრი კვარაცხელიაა. მთავარი მტკიცებულება საქმეში აღარ არსებობს. ამ მტკიცებულებებით, ობიექტური სასამართლოს პირობებში, კვარაცხელიას ციხეში გაშვება შეუძლებელია.
კვარაცხელიას საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის. არ არის გამორიცხული, რომ თვის ბოლომდე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადოს. ალტერნატიულ ექსპერტიზას, რომელმაც საქმე თავდაყირა დააყენა, პროკურატურა უნდობლობას უცხადებს.
სასამართლოდან უკან ციხეში გაუშვეს ანტონ ჩეჩინიც, ახალგაზრდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ციხეში სასტიკად სცემეს. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ შედგენილი დოკუმენტები მოსამართლემ საქმეს დაურთო. იოსელიანის თანამშრომლები წერენ, რომ ჩეჩინს სილურჯეები და ცემის კვალი აღენიშნებოდა. ადვოკატის განმარტებით, ჩეჩინის სიცოცხლე საფრთხეშია და არ გამორიცხავენ, რომ ციხეში მას კიდევ გაუსწორდნენ, თუმცა მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.