თბილისი-ზუგდიდის მატარებელში ძლიერი დაკვამლიანებაა
თბილისი-ზუგდისის მატარებელში ძლიერი დაკვამლიანებაა - მატარებელი გაჩერებულია ზესტაფონთან ახლოს. ინფორმაცია "პირველებს" მატარებელში მყოფმა მგზავრებმა მიაწოდეს.
ერთ-ერთი მგზავრი იუწყება, რომ ძლიერი დაკვამლიანების გამო მატარებელი გაჩერებულია, შესაბამისი დახმარება კი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის ოფიციალური განცხადების შემდეგ განახლდება.