„ჰელსინკის კომისია“: საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს

17.06.25 10:20
„ჰელსინკის კომისია“: საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს

აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.

„200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია“ - წერს „ჰელსინკის კომისია“.

ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“ და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.

მსგავსი სიახლეები