"ვიცავთ მედიას - ვიცავთ თავისუფლებას“ -თბილისში თავისუფალი მედიის მხარდასაჭერი მსვლელობა დაანონსდა
თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად თბილისში 19 ივნისს 14:00 საათზე დიდი მსვლელობა დაანონსდა. ამის შესახებ მესამე სექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
არასამთავრობო ორაგნიზაციები აცხადებენ, რომ "ოცნების" ხელისუფლება გეგმავს, ქვეყანაში თავისუფალი ხმა სრულად ჩაახშოს, რათა სიმართლის ხმა აღარსად ისმოდეს.
მესამე სექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს, საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ.
რუსული რეჟიმი საქართველოში აგრძელებს შეტევას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. მათი მიზანია, რომ არ ისმოდეს სიმართლის ხმა და მთელი საინფორმაციო სივრცე გაჯერებული იყოს ბინძური, რუსული პროპაგანდით. ზუსტად ამ მიზნით 19 ივნისს 15:00 საათზე არის დანიშნული ეროვნული კომუნიკაციების სხდომა, რომლის მიზანიც არის თავისუფალი ტელევიზიების დაცენზურება და ამით თავისუფალი სიტყვის ჩახშობა.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი მთლიანია კამპანიისა ამ რეჟიმის, რომლის მიზანია, სიმართლის ხმა აღარ ისმოდეს მთლიანად ქვეყანაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამას აღვუდგეთ წინ და შესაბამისად, სამოქალაქო აქტივისტები ვგეგმავთ აქციას.
19 ივნისს 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან ვიკრიბებით და გვექნება მსვლელობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართულებით და ეროვნული კომისიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც გამოითქმება ჩვენი პროტესტის ზუსტად ამ რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ.
მოვუწოდებ ყველას, შემოუერთდეს ამ აქციას. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ამ სიტყვის თავისუფლების დაცვა, რომ არ მივცეთ რეჟიმს ამ კუთხით მთელი ველის მოსუფთავების შესაძლებლობა, -