"ოცნება" - 41.51% , ენმ - 28.93% - სამოქალაქო საარჩევნო კომისიის შედეგები
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში თბილისში "ქართული ოცნება" ლიდერობს - 41.51% -ით. მას მოჰყვება "ნაციონალური მოძრაობა" 28.93%-ით, "გახარია - საქართველოსთვის" - 8.31%, "ლელო" 3.39%.
ამავე მონაცემების მიხედვით, "ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს 44.8% აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნიკა მელიას 35.06%, გიორგი გახარიას 8.98%, ანა დოლიძეს -
3.9%.
ყველა მონაცემის ნახვა შეგიძლიათ ლინკზე.