მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ზურა ჯაფარიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო

17.06.25 11:57
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ზურა ჯაფარიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ზურა ჯაფარიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო - დაცვის მხარეს საქმის გადადება არ სურდა, თუმცა როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, სასამართლო ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, საბოლოო სიტყვით ისარგებლოს და სხდომა 23 ივნისისთვის გადადო. 

დღეს ზურა ჯაფარიძე საკუთარ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მან დასწრებაზე უარი თავად განაცხადა. 

ჩემთვის გაუგებარია, რატომ გადაიდო ეს სხდომა, როდესაც ჩვენ მზად ვიყავით დაგვესრულებინა. მე არ ველოდებოდი, რომ გადაიდებოდა ეს სხდომა. ზურა ჯაფარიძის პოზიციაა, რომ არ სურს პროცესზე დასწრება, იმიტომ რომ არ ენდობა სასამართლოს. მე დარწმუნებული ვარ, ის გაავრცელებს წერილს გაავრცელებს პენიტენციურიდან და დააფიქსირებს თავის პოზიციას" - განაცხადა ადვოკატმა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ასამართლებენ.

აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის დევნა 8 პირის მიმართ არის დაწყებული, მათგან 4 მათგანი მოსამართლის გადაწყვეტილებას რუსთავის ციხეში ელოდება.

მსგავსი სიახლეები