ამ წუთებში, ოკუპანტები სოფელ ღოღეთის მიმდებარედ ტერიტორიას ღობავენ - დავით ქაცარავა

17.06.25 16:42
ამ წუთებში, ოკუპანტები სოფელ ღოღეთის მიმდებარედ ტერიტორიას ღობავენ - დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ამ წუთებში, ოკუპანტები სოფელ ღოღეთის მიმდებარედ ტერიტორიას ღობავენ. 

ქაცარავას თქმით, ადგილზე არცერთი პოლიციელი არ იმყოფება.

მალე ჩორჩანას საგუშაგოებიც გაუქმდება და რუსები სრულ კომფორტს შეიქმნიან ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციის პროცესში" - ამბობს ქაცარავა.

ამასობაში კი ოკუპანტები მშვიდად და წყნარად ღობავენ ტერიტორიას სოფელ ღოღეთის მიმდებარედ.

ამ წუთებში ღორკები მუშაობენ ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთის მინდვრებში.

გგონიათ, ერთი პოლიციელი მაინც იმყოფება სადმე ახლიმახლო? გგონიათ, ვინმე უქმნის ორკებს დისკომფორტს ხელისუფლებიდან?

არა.

მალე ჩორჩანას საგუშაგოებიც გაუქმდება და რუსები სრულ კომფორტს შეიქმნიან ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციის პროცესში", - წერს დავით ქაცარავა.