ანა სუბელიანი მოსამართლე ენუქიძემ 4 000 ლარით დააჯარიმა

17.06.25 18:56
ანა სუბელიანი მოსამართლე ენუქიძემ 4 000 ლარით დააჯარიმა

სამოქალაქო აქტივისიტი, ანა სუბელიანი 4 000 ლარით დააჯარიმეს.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნო.

საჩივარი სუბელიანის წინააღმდეგ ნინო წილოსანმა შეიტანა. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც "ოცნებამ" სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო უჩივლა.

შეგახსენებთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი "ქართულმა ოცნებამ" პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა. ამავე ცვლილებების მიხედვით, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა, ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.