რა ვითარებაში გარდაიცვალა მერიის თანამშრომელი - პოლიციის განყოფილებიდან კამერის ჩანაწერები გაქრა
წამებაში მხილებული პოლიციის განყოფილებიდან კამერის ჩანაწერები გაქრა. ადვოკატებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრობლებმა უთხრეს, რომ გლდანი-ნაძალადევის მერვე განყოფილებაში საბედისწერო ღამეს არცერთი სამეთვალყურეო კამერა არ მუშაობდა.
კამერებს უნდა აღებეჭდათ, როგორ შეიყვანეს გამომძიებლებმა სრულიად ჯანმრთელი ალან ყაყიტაშვილი და ცემის შემდეგ როგორ გამოიყვანა სასწრაფომ განყოფილებიდან კომაში მყოფი კაცი, თუმცა პოლციელების წინააღმდე მთავარი მტკიცებულებები გამქრალია. ადვოკატებს აქვთ ეჭვი, რომ კამერის ჩანაწერების წაშლით გამოძიება ხელს პოლიციის მაღალჩინოსნებს აფარებს.
"პირველებმა" გაარკვია, რა ჩვენება მისცეს პოლიციელების წინააღმდეგ გლდანის ციხეში თბილისის მერიის თანაშრომლებმა. გარდაცვლილი ყაყიტაშვილის მეგობარმა, ირაკლი ტატუნაშვილმა თქვა, რომ მასზეც და მის მეგობარზეც განყოფილებაში პოლიციის უფროსის კაბინეტში იძალადეს. მისი თქმით, ცემაში მონაწილეობდა პოლიციის უფროსი პაპინაშვილი და მისი მოადგილე ცხვიტარია. ორივე დღემდე თანამდებობაზე რჩება.
მაღალჩინოსნებს დაადო ხელი საბედისწერო ღამეს პოლიციაში მყოფმა კიდევ ერთმა პირმა - დიმიტრი სადოევმაც. მან მეექვსე განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე ამოიცნო. სადოევი ყვება, რომ პაპინაშვილის კაბინეტიდან წამების ხმები ესმოდა. მან დაინახა, როგორ გამოიყვანეს სასტიკად ნაცემი ტატუნაშვილი და როგორ შევიდა საკუთარი ფეხით, გამოსაკითხად გარდაცვლილი ყაყიტაშვილი. სადოევი ჩვენებაში წერს, რომ ათი წუთის განმავლობაში ესმოდა, როგორ სცემდნენ ალან ყაყიტაშვილს, რომელიც შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.