სინდისის პატიმრები მოწმე პოლიციელებს ტყუილში ამხელენ - რა ხდებოდა პროცესებზე
მხილება სხდომათა დარბაზში - 22 წლის თედო აბრამოვმა პროცესის დროს მოწმე პოლიციელი ცრუ ჩვენების მიცემაში ამხილა. გამომძიებელი ირაკლი გახარია მთელ ჩვენებას ფურცლიდან კითხულობდა, დაკავებულის კითხვებზე პასუხისას კი ვერსიებში ჩაიკარგა. მოწმე პოლიციელი ვერ ამბობს, რატომ არ გადაიღეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვის პირადი ჩხრეკა დას რატომ არ არსებობს საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებები.
ირაკლი გახარია ის პოლიციელია, რომელმაც აბრამოვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოძიებელს არ დაუთვალიერებია აბრამოვის მობილური ტელეფონი, იურისტები კი ამტკიცებენ, რომ დნმ ნიმუში დაკავებულს ძალის გამოყენები აუღეს.
სადიან აღმოჩნდა 22 წლის ბიჭის საქმეში ნარკოტიკი, რომელთანაც აბრომივის განცხადებით, მას შეხება არასდროს ჰქონია? იურისტები ამბობენ, რო საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.