ახალი კრიზისი ქვეყანაში - ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა
მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ყოველ დღე ისრაელის და ირანის დაპირისპირების გამო ათობით რეისი უქმდება. შეირაღებულმა დაპირისპირებამ გავლენა უკვე იქონია ტურისტულ ბიზნესზე საქართველოში. მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 20-ზე მეტი ტური გაუქმდა. მძიმე მდგომარეობაში არიან ის ტურისტული კომპანიები, რომლებიც ისრაელის ბაზარზე მუშაობენ, მათი ზარალი 200-დან 220 ათას დოლარამდეა. ირკვევა, რომ მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროებში ზარალი საკამოდ დიდია, რადგან ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები სწორედ მაღალი კლასის სერვისს ირჩევენ.
ქვეყანაში ევროპელი ტურისტების რიცხვი შემცირებულია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან აქციებზე ხალხს აკავებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. ამის პარალელურად, ირან-ისრაელის ომი წამოგვეწია. სასტუმროების ბიზნესს კრიზისი უდგას. ამბობენ, რომ 1 თვის ჯავშნების გაუქმება პირველი შემთხვევაა.
ჯავშნები უქმდება აზიის ქვეყნებიდან. "ტოპ ტურ ჯორჯიას" კომერციული დირექტორი ამბობს, რომ მხოლოდ ივნისში 20 ჯგუფის ტური გაუქმდა. ზარალის დათვლა ჯერ არ დაუწყიათ თუმცა თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ტურიტულმა სექტორმა ძალიან დიდი ზარალი მიიღოს .
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.