პროტესტის 202-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

17.06.25 22:15
პროტესტის 202-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პროტესტის 202-ე დღე-აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

მომიტინგეები უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”; “არ დავივიწყებთ ცრუ მოსამართლეებს, არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს”.

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისი მერიოტთან, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეები ზებრა გადსასვლელიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა.