დღეს მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება
მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება - ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს განიხილავს. საუბარია, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობასთან სტიკერის გაკვრის ფაქტს.
დამოუკიდებელ ჟურნალისტს ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის მაღალჩინოსანი, ირაკლი დგებუაძე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის მიერ სილის გაწვნის შედეგად ლოყა გაუყწითლდა და ეტკინა.