მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყო - ჟურნალისტი სხდომას არ ესწრება

18.06.25 13:33
მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყო - ჟურნალისტი სხდომას არ ესწრება


ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას მზიას ამაღლობელი არ ესწრება და როგორც მოსამართლემ განმარტა, ამაღლობელმა დისტანციურად სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

დღევანდელი პროცესისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იურისტი, მარიამ კერესელიძე საგანგებოდ თბილისიდან მოავლინა. დღეს ის მოწმე პოლიციელები უნდა დაიკითხონ, რომლებმაც ოქმი შეადგინეს.

ამაღლობელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის დამხარე ნაგებობაზე სტიკერის "იფიცება საქართველოს" გაკვრის გამო ასამართლებენ.
ამაღლობელს 2000 ლარიანი ჯარიმა უკვე შეუფარდეს თითქოსდა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა