იდენტიფიცირებულია კაცი, რომელსაც გამოძიება ქვეყანაში სატვირთო ავტომობილით 298 კგ "ჰეროინი" შემოტანას ედავება

18.06.25 17:17
იდენტიფიცირებულია კაცი, რომელსაც გამოძიება ქვეყანაში სატვირთო ავტომობილით 298 კგ "ჰეროინი" შემოტანას ედავება

იდენტიფიცირებულია კაცი, რომელსაც გამოძიება ქვეყანაში სატვირთო ავტომბილით 298 კგ ნარკოტიკული ნივთიერების, "ჰეროინის" შემოტანას ედავება. ფრიდონ მაღლაკალიძე სასამართლომ უკვე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, თუმცა ის დანაშაულს არ აღიარებს.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ტრაილერის მძღოლმა, რომელსაც სომხეთიდან საქართველოში გამომწვარი აგური შემოჰქონდა, ავტომობილში მოწყობილი სამალავის შესახებ არაფერი იცოდა. 

ირკვევა, რომ ფრიდონ მაღლაკალიძე ქართულ გადამზიდ კომპანიაში - შპს "რილ" მუშაობდა, ადვოკატის თქმით, ტვირთის დამკვეთი სომხეთის მოქალაქეა. 

მისივე ინფორმაციით, გამოძიებისთვის, დამკვეთის და მიმღების ვინაობა ცნობილია.

ბატონო ფრიდონი სხვა ქვეყნიდან მოდიოდა. ის დაიცალა ცარიელი ტრაილერით, მიიღო შეკვეთა ოპერატორისგან, რომ უნდა ჩასულიყო ერევანში და იქ აეღო ახალი შეკვეთა და სწორედ ამ ახალ შეკვეთაში აღმოჩნდა ეს ნივთიერება. ინვოისში ასე უწერია - გამომწვარი აგური ქვა, რომელიც უნდა გადაეზიდა ერევნიდან ჰოლანდიაში. მას რომც ენახა, ის ვერ მიხვდებოდა, რადგან ეს დამალული ნივთიერება იყო მოთავსებული აგურში. თუ აგური არ გატყდებოდა და მას არ დაამტვრევდი, ნივთიერებასაც ვერ ნახავდი სავარაუდოდ. დამკვეთთან ასეთი პირველი შემთხვევა იყო. დაიტვირთა ერევანში და საქართველოს გავლით უნდა წასულიყო ჰოლანდიაში. 

 ფრიდონ მაღლაკელიძე ქართული კომპანიაში - შპს "რილ" მუშაობდა. დამკვეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - კერძოდ სომხეთის. დამკვეთის ვინაობა და მიმღების ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 85 მილიონი ლარის ღირებულების 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

უწყების ცნობით, ნივთიერება სომხეთის რესპუბლიკიდან ცეცხლგამძლე აგურით დატვირთული ავტომობილის სამალავშია აღმოჩენილი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.