უპირებენ თუ არა არასამთავრობოების ხელმძღვანელებს ციხეში გაშვებას? - რას გეგმავს "ოცნება" ანტიკორუფციულ ბიუროს ხელით
უპირებს თუ არა "ოცნება" ციხეში გაშვებას არასამთავრობოების ხელმძღვანელებს? - ანტკორუფციული ბიუროს უფროსი ღიად ტოვებს კითხვას, დაიწყება თუ არა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინც რაჟდენ კუპრაშვილს დამოურჩილებლობა გამოუცხადა. ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც რაჟდენ კუპრაშვილმა მონაცემები გამოითხოვა, არ აპირებს მას გადასცეს, საქართველოს ათასობით მოქალაქის პერსონალური მონაცემები.
რაში სჭირდება მოქალაქეების პერსონალური მონაცემები რაჟდენ კუპრაშვილს? ანტიკორუფციული სამასახურის შეფი დღეს ამტკიცებდა, რომ ასეთი რამ მას არ მოუთხოვია. მაგრამ კუპრაშვილის ტყუილი მალევე გაიშიფრა. გაასაჯაროვებულია განჩინება, საიდანაც ირკვევა, რომ ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს გასცეს ყველა იმ სტუდენტის, ნაცემი აქტივისტის, ძალადობის მსხვერპლების, ყოფილი საჯარო მოხელეების, მეწარმეების ინფორმაცია, ვისაც წლების განმავლობაში დახმარებიან - ითხოვენ მათ პირადობის ნომრებს, ფოტოებს, ფინანსურ ამონაწერებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას - რაც მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და საიდუმლოა.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლებრივ დავას აანონსებენ. - დეტალები ნახეთ, ნინო ღვდაშვილის რეპორტაჟში.