ხალხი შიმშილის პირისპირ - გასაჯაროებულია საგანგაშო კვლევა
ხალხი შიმშილის პირისპირ - ასობით ათასი ადამიანი საქართველოში, საჭირო საკვებს ვერ ყიდლობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ბიზნეს სოლუშენმა დათვალა, რა ჯდება საქართველოში, არსებობისთვის საჭირო მინიმალური პროდუქტები შეძენა.
ახალი კველევით დგინდება, რომ 4 სულიან ოჯახს გაზრდილი ფასების ფონზე მხოლოდ საკვებისთვის თვეში 1075 ლარი სჭირდება. ამავე კვლვებით, ხშირ შემთხვევაში, ოჯახებს შემოსავლის ნახევარი სწორედ კვებაზე ეხარჯებათ, კომუნალურ გადასახადებზე, ტრანპორტზე, განათლებასა და მედიკამენტებზე კი ხალხს ფული უბრალოდ არ რჩება.
უფრო მძიმეა სურათი სოციალური დაუცველების შემთხვევში. ხალხი ვისი შემოსავლის ერთადერთი წყარო სახელმწიფოს გაცემული სოციალურ დამხარებაა, ფიზიკურად ვერ შეიძენს სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებს.
2025 წელს შემცირებულია ხორცის მოხმარებაც, მიზეზი სიძვირე და შემოსავლის არ არსებობსაა. ქვეყანაში სრულფასოვან კვებას ვერ იღებს ათი ათასობით ადამიანი . ფასები სასურსათო პროდუქტებზეც იზრდება მოქალაქეების შემოსავალი კი იგივე რჩება, ამიტომ ხალხის ეკონომიას ახლა უკვე საკვებ პროდუქტებზე აკეთებს.
701 000 სოციალურად დაუცველიდან 250 000 ზე მეტი არასრულწლოვანია, გაზრდილია უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობაც.
ვრცლად ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.