ბათუმში, თამარის დასახლებაში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

18.06.25 20:16
ბათუმში, თამარის დასახლებაში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

 

 

ბათუმში, თამარის დასახლებაში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო - მიზეზი კომპანია "ნაზილბეს" ობიექტის მშენებლობაა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიამ და მერიამ, დაპირების მიუხედავად სკვერი არ გააკეთა და ბავშვებისთვის სივრცე მშენებლობის მოედნად აქცია.

მოსახლეობა კომპანიას მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა, სწორედ ამ დროს მივიდა ადგილზე პოლიცია, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

ადგილობრივები აცხადებენ რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, სამშენებლო კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ და პროტესტი გაგრძელდება.

თამარის დასახლებაში მოსახლეობა სკვერის მშენებლობას და დაპირებების შესრულებას დიდი ხანია დიდი ხანია ითხოვს.