აგურებში დამალული 298 კგ "ჰეროინი" და დაკავებული ტრაილერის მძღოლი - პროკურატურა დამკვეთებს და შემსრულებლებს ეძებს
აგურებში დამალული 298 კგ ჰეროინი. ვინ არის უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკის შესმყიდველი - ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. დაკავებულია ტრაილერის მძღოლი, რომელმაც შეკვეთა კომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, სომხეთიდან მომავალმა ტრაილერმა გუგუთის საბაჟო უპრობლემოდ გამოიარა, თუმცა ბათუმში აკრძალული ნივთიერება სკანერების დახმარებით აღმოაჩინეს.
მოღებულია 85 მილიონის ღირებულების ჰეროინი. ირკვევა, რომ ნარკოტიკი აგურის იმიტაციის 600 ბლოკით იყო შეფუთული. უკვე დადგენილია ტრაილერის ტრანზიტის მარშრუტიც. მკვლელი ნივთიერება საქართველოს გავლით ჰოლანდიაში უნდა გადაეტანათ. მძღოლის ადვოკატი ირწმუნება, რომ დაკავებულმა არაფერი იცოდა.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორთაჟშ