სიმამრის მკვლელობაში მხილებული კაცის კვალზე პოლიცია ამ დრომდე ვერ გადის - ნაცემი სიდედრი საავადმყოფოში რჩება
სიმამრის მკვლელობაში მხილებული კაცის კვალს პოლიცია ამ დრომდე ვერ ადგენს. უსინათლო პენსიონერი, თემურ მახარაშვილი სასიკვდილოდ სავარაუდოდ სიძემ გაიმეტა, სიდედრი კი სასტიკად აწამა. შემზარავი ფაქტი ხაშურში მოხდა.
63 წლის უსიანათლო კაცს 7 ჭრილობა დანით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა - მეზობლებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცი მედიკოსების მისვლამდე საკუთარ სახლში სისხლისგან დაიცალა. ნაცემი ქალი კი ამ დრომდე მძიმე მდგომაროებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ირკვევა, რომ ბრალდებული და მსხვერპლი ერთ სახლში ცხოვრობდნენ.
დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.