რეჟიმის ამოცანა მედიის დამორჩილება და გაჩუმებაა - ქელბაქიანი

18.06.25 22:51
რეჟიმის ამოცანა მედიის დამორჩილება და გაჩუმებაა - ქელბაქიანი

რეჟიმის ამოცანა მედიის დამორჩილება და გაჩუმებაა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ, ტატო ქელბაქიანმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იურისტის შეფასებით, "ტვ პირველისა" და "ფორმულას" წინააღმდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეტანილი საჩივრების მიზანიც კრიტიკული მედიისთვის ცენზურის დაწესებაა.

ჩვენ ბევრ ფრონტზე ბრძოლა გვიწევს. მედია არის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და ამ რეჟიმის ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მალე მედია დაიმორჩილოს, ან გააჩუმოს, რადგან მთელი რეპრესიული სისტემის და მექანიზმების განხორციელებისთვის მას სჭირდება ველი, სადაც ხმის ამომღები და სიმართლის მთქმელი არავინ არ არის. ხვალ, 15:00 საათზე, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის სხდომაა ჩანიშნული, რომლის მიზანიც არის "ტვ პირველის" და "ფორმულას" დაცენზურება. ეს არის გეგმაზომიერი ეტაპები, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს, რათა მედია გააჩუმოს". - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა. 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართული საჩივრები დასაშვებად ცნო და "ქართული ოცნების" საჩივრების არსებითი განხილვა 19 ივნისს, 15:00 საათზე ჩანიშნა. 

  • საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.

"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი";  "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..

მსგავსი სიახლეები