არსებული ინფორმაციით, გორში ახალგაზრდა კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელის არეში დაზიანებები მიიყენა

არსებული ინფორმაციით, გორში ახალგაზრდა კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელის არეში დაზიანებები მიიყენა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.