ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების და აფეთქებების ხმები ისმის - ირანის მიერ გაშვებული რაკეტა საავადმყოფოს მოხვდა
ირანის სარაკეტო იერიში - ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების და აფეთქებების ხმები ისმის.
The Times of Israel-ის ცნობით, განგაშის სიგნალი ვრცელდება ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში, ასევე იერუსალიმის ტერიტორიაზე.
ისრაელის სამხრეთ ნაწილში აფეთქებების შედეგად დაბომბილია ისრაელში სიდიდით მესამე საავადმყოფო, სახელწოდებით “სოროკა”.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის მეირ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში მდებარე სოროკოს საავადმყოფოს მოხვდა.
საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმის შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.