სასამართლოში გიორგი ახობაძის და არჩილ მუსელიანცის პროცესები მიმდინარეობს

19.06.25 11:48
სასამართლოში  გიორგი ახობაძის და არჩილ მუსელიანცის პროცესები მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ექიმ გიორგი ახობაძის და არჩილ მუსელიანცის პროცესები მიმდინარეობს.

დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება და არსებობს მოლოდინი, რომ დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ორივე საქმეზე დასრულდება. ამის შემდეგ უკვე დაცვის მხარე გამოიკვლევს საკუთარ მტკიცებულებებს და სასამართლო პროცესებიც დასკვნითი ეტაპისკენ წავა. 

მალე ბრალდებულებს წინასწარი დაკავების ცხრათვიანი ვადა ეწურებათ, რის გამოც, ადვოკატების განცახდებით, პროცესები დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს და სხდომები ერთმანეთის მიყოლებით ინიშნება. უფლებადამცველები აცხადებენ რომ ამ დრომდე პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა წინააღმდეგ ბრალდების მხარემ მყარი მტკიცებულება ვერ წარადგინა.

ჩვენ მოწმესთან ერთად დანიშნული გვაქვს ასევე ექსპერტიზა სამხარაულის ექსპეტიზის ბიუროში, რომ შესაფუთ მასალაზეზე რა ჩადებული ნარკოტიკიც ამოიღეს გიორგი ახობაძის ჯიბიდან, დადგინდეს კონკრეტულად რა სახის ბიოლოგიური მასალაა. აღნიშნულის პასუხი ჯერ არ მიგვიღია და ამასთანავე ჩვენ გვყავს მოწმე, რომელიც რეალურად არის პირდაპირი მოწმე და ის დაადასტურებს, რომ არა 3 და 6, არამედ უფრო მეტი პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა ადგილზე. საერთოდ მათი მანქანა გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა, რომელიც სისხლის სამართლის საქმიდან არის გამქრალი", - აცხადებს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.  

  • ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს.

მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

  • არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები