მედია: ჩრ კორეამ ფხენიანთან ახლოს მდებარე სუნანის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 10-ზე მეტი მრავალჯერადი რაკეტა ისროლა

19.06.25 11:58
მედია: ჩრ კორეამ ფხენიანთან ახლოს მდებარე სუნანის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 10-ზე მეტი მრავალჯერადი რაკეტა ისროლა

Reuters სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს დილით, ჩრდილოეთ კორეამ დედაქალაქ ფხენიანთან ახლოს მდებარე სუნანის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 10-ზე მეტი მრავალჯერადი რაკეტა ისროლა. 

მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მიერ გამოყენებული იარაღი, როგორც წესი, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების კატეგორიას მიეკუთვნება, რისი გამოყენებაც ოფიციალურ ფხენიანს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ეკრძალება.

კონკრეტულად რომელი ქვეყნის მიმართულებით ისროლა ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები და მოყვა თუ არა ამას მსხვერპლი, ამ დროისთვის უცნობია. 

მსგავსი სიახლეები