ხმაური სასამართლოში - მათე დევიძის საქმის პროკურორს "მონა" ეძახეს

19.06.25 12:48
ხმაური სასამართლოში - მათე დევიძის საქმის პროკურორს "მონა" ეძახეს

 

 

სინდისის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორს,  ანა ხუბეჯაშვილს "მონა" ეძახეს - ხმაური სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ პროევროპული აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი პროცესი გახსნა. 

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, დამსწრეების მხარეს დამონტაჟებული დინამიკი არ მუშაობდა, რის გამოც მოსამართლისა და მხარეების საუბრის აღქმა დარბაზში მყოფებისთვის შეუძლებელი იყო, რაზეც მათ უკმაყოფილება გამოთქვეს. ამის შემდეგ მოსამართლე გიორგი არევაძემ დამსწრეებს დარბაზი დაატოვებინა, პროტესტის ნიშნად საკუთარი პროცესი დატოვა ბრალდებულმაც. 

სწორედ ამ დროს ეძახეს "მონა" მოქალაქეებმა ანა ხუბეჯაშვილს, რომელიც მათ დევიძის გარდა, არჩელ მუსელიანცის საქმის პროკურორიცაა. 

  • სწორედ ანა ხუბეჯაშვილია ის პირი, რომლის მოთხოვნის საფუძველზე მსოამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის სინდისის პატიმარი, მათე დევიძე 4 წლით და 6 თვისთ ციხეში გაუშვა.

ცნობისთვის, დღეს სინდისის პატიმარი არჩილ მუსელიანცი სხდომათა ადარბაზში ტრანსპარანტით ხელში მივიდა, რომელზეც ეწერა - "თავისუფლება მედიას". 

  • არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები