პრორუსული ჯაშუშური ქსელი, ქართული გვარის მქონე ხელმძღვანელით - არგენტინის დაზვერვამ რუსი რეზიდენტების ჯგუფი გამოავლინა

19.06.25 14:59
პრორუსული ჯაშუშური ქსელი, ქართული გვარის მქონე ხელმძღვანელით - არგენტინის დაზვერვამ რუსი რეზიდენტების ჯგუფი გამოავლინა

არგენტინის დაზვერვამ რუსი რეზიდენტების ჯგუფი გამოავლინა ქართული გვარის მქონე ხელმძღვანელით - სხვადასხვა არგენტინული და რუსული მედიასაშუალების ინფორმაციით, გამოვლენილი არიან არგენტინაში რუსეთის სასარგებლო დეზინფორმაციის კამპანიებში მონაწილეთა ქსელში ეჭვმიტანილები.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანმა მანუელ ადორნიმ განაცხადა, ეჭვმიტანილები სავარაუდოდ, ეწეოდნენ საეჭვო საქმიანობას რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ და მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ არგენტინის მოქალაქეებთან.

მისი თქმით, რუსების ამოცანებში შედიოდა კონტენტის შექმნა და გავრცელება სოციალურ ქსელებში, ზემოქმედება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფოკუს-ჯგუფების ჩატარება და პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება, რომელიც „შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ინტერესებისთვის.“

მედუზას ცნობითვე, ადორნიმ დაასახელა ორი მათგანის სახელი — ლევ ანდრიაშვილი, რომელიც, როგორც მან თქვა, ხელმძღვანელობდა ქსელს და აგრეთვე იყო პასუხისმგებელი „დაფინანსებაზე და კავშირების დამყარებაზე ადგილობრივ აგენტებთან,“ და მისი მეუღლე ირინა იაკოვენკო.

პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, რუსები იყვნენ დაკავშირებული სტრუქტურასთან [კომპანიასთან], რომელიც მიეკუთვნებოდა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის პროექტებს — პრიგოჟინი 2023 წლის ზაფხულში მოკლეს.

ადორნიმ არ დააზუსტა, რა სტატუსში იმყოფებიან ეს პირები — დაკავებული არიან თუ ისევ არგენტინაში რჩებიან.

ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ანდრიაშვილი და იაკოვენკო არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე და აღნიშნა, რომ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნა ნოტა მათ იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით განმარტების მოთხოვნით.

 

მსგავსი სიახლეები