არ დაყაროთ ფარ-ხმალი - საბა ჯიქიას წერილი ციხიდან

19.06.25 14:59
არ დაყაროთ ფარ-ხმალი - საბა ჯიქიას წერილი ციხიდან

"მიზეზი იმისა, რომ სასამართლო დარბაზში ღიმილით შემოვდივარ, ხართ თქვენ" - ეს სიტყვები სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას ეკუთვნის, რომელმაც ციხიდან საზოგადოებისთვის წერილი გამოაგზავნა.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდა მოქალაქეებს მიმართავს და მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 

მეგობრებო, თანამებრძოლებო, მადლობელი ვარ თქვენი თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. მიზეზი იმისა, რომ ჩვენ სასამართლო დარბაზში ღიმილით შემოვდივარ, ხართ თქვენ. ყურები არ ჩამოუშვათ და არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ყველაფერს აქვს აზრი, მითუმეტეს ბრძოლას და თუ ბრძოლაა, მაშინ იყოს ბოლომდე! ჩვენ არ გავტყდებით". - წერს საბა ჯიქია. 

ჯიქია გომელაურის პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. 2006 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები