ისრაელის საემიგრაციო ციხეებში გამოკეტილი ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ
ისრაელის საემიგრაციო ციხეებში გამოკეტილი ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ - კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო დერეფნებით ქვეყნიდან გაყვანის მოლოდინში არიან. უკვე სამ კვირაზე მეტია დაკავებულები დაუცველ იზოლატორებში ჰყავთ შესახლებული.
ქართველი ემიგრანტების თქმით, საკნებს თავშესაფრები არ აქვთ, რის გამოც ყოველი საჰაერო განგაშის ჩართვის დროს, მათ შიშში უწევთ ყოფნა.
"პირველები" დღეს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრს გაესაუბრა.
ერთდაერთი რაც ბოლო დღეებში საელჩოსგან მოვისნინეთ არის ის რომ დღეს საკონსულოს შენობასთან ახლოს ირანიდან გადასროლილი ჭურვილი ჩამოვარდა". - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი.
რა გზები არსებობს იმისთვის რომ მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნდება შეძლონ - ისრაელის დატოვება ქართველ ემიგრანტებს შეუძლიათ ეგვიპტის და იორდანისიის სახმელეთო გზით. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მათი მოქალაქეების გაყვანას სწორედ ამ გზით აორგანიზებენ, თუმცა ჩვენი მოქალაქეების თქმით, ამას ვერ ახერხებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ემიგრანტების თქმით, რამდენჯერმე მიმართეს საელჩოს და საკონსულოს დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
28 მაისისი მერე ზის საემიგრაციო ციხეში. საელჩოშიც რამდენჯერმე დავრეკეთ, მაგრამ არც იმათმა იციან პასუხი, თუ როგორ უნდა გაიყვანონ ესენი უსაფრთხოდ. ფსიქოლოგიურად ძალიან არიან დათრგუნულები". - ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი.
არ ყოფილა არასდორს შემთხვევა, რომ საელჩოს თვითონ გამოეხატა ინიციატივა, ეზრუნა თავის მოქალაქეებზე. არავითარი რეაგირება არ არის საელჩს და საკონულოს მხრიდან"- თქვა კონფლიქსტის ზონაში მყოფმა საქართველსო მოქალაქემ.
მე თვითონ მქონდა საუბარი ორი დღის წინ საელჩოსთან, ვკითხე ალტერნატიული, სახმელეთო გზა თუ არსებობს ქვეყნიდან გასვლის და ასევე ვკითხე, ამ მრივ საელჩოსგან რაიმე სახის დახმარება თუ გვექნებათქო, მითრეს, რა გინდათ ქალბატონო, მოგაკითოთ სახლში და წაგიყვანოთო? პლუს ამას, რომ ვკითხე, საზღცვრიდან აეროპორტამდე როგორ უნდა მივიდეთ-თქო, რაიმე მარშრუტი თუ არის-თქო, ამაზეც არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ". - ამბობს ქართველი ემიგრანტი.
განახლება:
ცოტა ხნის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ tvpirveli.ge-ის ოფიციალური კომენტარი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში,
მუდმივ, 24 საათიან კომუნიკაციაშია
სადეპორტო დაწესებულებაში მოთავსებულ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
საელჩო მუშაობს ისრაელის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, რათა საქართველოს აღნიშნული მოქალაქეები სამშობლოში უმოკლეს პერიოდში დაბრუნდნენ.
საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხი რეგულირდება ისრაელის სახელმწიფოში მოქმედი პროცედურებით და თარიღს, როდის მოხდება მათი დეპორტაცია, განსაზღვრავს თავად ისრაელის სახელმწიფოს შესაბამისი სამსახური.ისრაელის სახელმწიფოში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დილიდან საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმები ისმის ისრაელში. ირანმა თელავივისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. იერიშის შედეგად დაბომბილია ისრაელში სიდიდით მესამე საავადმყოფო, სახელწოდებით “სოროკა”. ნგრევა დაფიქსირდა თელ-ავივის ცენტრში დასახლებული ზონასა და ბიზნეს-ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც. დაშავებულია ათობით ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.