აქცია მარეგულირებელთან: "ჟურნალისტს მხოლოდ მაშინ იღებ სამიზნეში, როცა შენი მთავარი მტერი სიმართლეა"
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თავისუფალი მედიის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დასრულდა - ქეთევან დედოფლის გამზირზე ის ადამიანები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიტიკული მედიის გარეშე დამოუკიდებელი და თავისუფალი საზოგადოება ვერ იარსებებს.
- "ჟურნალისტს მხოლოდ მაშინ იღებ სამიზნეში, როცა შენი მთავარი მტერი სიმართლეა"
- "ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას"
- რეჟიმი არ ვარ, უბრალოდ ყველაფერს ვკრძალავ! - ამ შინაარსის ტრანსფარანტი მიიტანეს ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებმა და მედიის წარმომადგენლებმა.
აქციის მოაწილეები "პირველებთან" აცხადებდნენ, რომ არა მედიასაშუალებები დღესდღეობით ქართველ ხალხს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სპეცრაზმელები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას.
სწორედ ამიტომ, მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ თავისუფალ მედიებზე თავდასხმა, რეალურად მოსახლეობაზე დარტყმას წარმოადგენს.
რომ არ ყოფილიყო თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი მედიები, ჩვენს გაჭირვებას ვერავინ ვერ გაიგებდა.
თქვენ მაინც "მონები" დარჩებით, რაც არ უნდა სიტყვები შეგვიზღუდოთ". - მიმართა პროევროპულ აქციებზე დაკავებული მსახიობის ვეფხია კასრაძის მეუღლემ "ქართულ ოცნებას".
თავისუფალი მედია ისევეა აუცილებელი, როგორც ღამით ქუჩის განათება. ჩვენ თუ სრულ სიბნელეში მოგვიწევს ხელების ცეცებით სიარული, ყველას მოგვიწევს, რომ თავად გავხდეთ ის, ვინც მოიპოვებს ინფორმაციას და გასცემს. არანაირი საშუალება არ გვექნება, რომ საკუთარი სიმართლე დავიცვათ. თუ თავისუფალი მედია არ იარსებებს, მაშინ შესაძლებლობა გაქრება, როდისმე რომელიმე ხელისუფლება შეიცვალოს." - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
რომ არა მედია, ვერ გავიგებდით, რა ძალადობა იყო აქციებზე, ცრუ მოწმეები რას აკეთებდნენ სასამართლოზე. ამიტომ არამარტო მედიის წინააღმდეგ არის მიმართული მსგავსი თავდასხმა და შევიწროება, არამედ რეალურად მოსახლეობის წინააღმდეგ არის, რათა ხალხის ხმა დაიკარგოს". - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართული საჩივრები დასაშვებად ცნო და ამ წუთებში "ქართული ოცნების" საჩივრების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
- საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.
"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი"; "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..