ანტიკორუფციულმა პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის საფუძვლებში ჩვენი FB პოსტებიდან ამონარიდები მიუთითა - TI

19.06.25 18:21
ანტიკორუფციულმა პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის საფუძვლებში ჩვენი FB პოსტებიდან ამონარიდები მიუთითა - TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის იურიდიულ საფუძვლებს შორის მათი Facebook პოსტებიდან ამონარიდები მიუთითა.

TI-ის ცნობით, რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას ეს მოთხოვნა სასამართლომ დაუკმაყოფილა.

"ივანიშვილი–კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონები აამოქმედა, რადგან FACEBOOK-ზე დავპოსტეთ, რომ:

  • რუსულ კანონს ევროსასამართლოში ვასაჩივრებთ
  • "ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიული კანონები მიიღო
  • მეგობარი ქვეყნები მთავრობის თანხმობის გარეშე ქართველებს ვერ დაეხმარებიან",- აცხადებენ TI-ში.

მსგავსი სიახლეები