შეზღუდვები თავისუფალ მედიას - ცნობილია, როდის გამოაცხადებს მარეგულირებელი გადაწყვეტილებას ტვ პირველის" საქმეზე

19.06.25 20:25
შეზღუდვები თავისუფალ მედიას - ცნობილია, როდის გამოაცხადებს მარეგულირებელი გადაწყვეტილებას ტვ პირველის" საქმეზე

სამი ივლისი, 15:00 საათი - მარეგულირებელი კომისია ამ დროს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას  "ტვ პირველის" საქმეზე.

კომუნიკაციების კომისიამ დღევანდელ სხდომაზე „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები განიხილა.

ივანიშვილის პარტია "ტვ პირველის" წინააღმდეგ სანქციის ამოქმედებას ითხოვს. ახლა მარეგულირებელმა უნდა  დაადგინოს,  დაარღვია თუ დამოუკიდებელმა მედიამ "ოცნების" მიერ დაწერილი კანონი, რომელიც ივანიშვილის  გუნდისთვის მიუღებელი სიტყვების ეთერში თქმას კრძალავს.

"ტვ პირველის" შემთხვევაში გაშიფრულია საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და ორი   ფეისბუქ ქარდი.  საინტერესოა, რომ მარეგულირებელი იმ პერიოდის  ამბავს განიხილავს, როცა კანონი ძალაში ჯერ შესული არ იყო. 

კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას  3 ივლისის სხდომაზე მიიღებს ტელეკომპანია "ფორმულას"
წინააღმდეგ დაწყებულ დავაზეც. 

დღესვე უნდა განხილულიყო „მთავარი არხის“ წინააღმდეგ „ოცნების“ საჩივარი, თუმცა წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო განხილვა 3 ივლისისთვის გადაიდო.

 რა ხდებოდა სხდომაზე - თათია წოწონავა დეტალებით

მსგავსი სიახლეები