ეპისკოპოსის პირველი კომენტარი საპატრიარქოს დატოვების შემდეგ: “პროკურატურასთან არ ვითანამშრომლებ“

19.06.25 20:09
ეპისკოპოსის პირველი კომენტარი საპატრიარქოს დატოვების შემდეგ: “პროკურატურასთან არ ვითანამშრომლებ“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მღდელთმთავარი, გიორგი ჯამდელიანი  პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ეპისკოპოსი დღეს 4 საათზე მეტი ესაუბრებოდა სინოდის წევრებს. "პირველების" კამერამ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის საპატრიარქოში შესვლა.

განხილვის მთავარი თემა, სავარაუდოდ, სწორედ გიორგი ჯამდელიანის შესაძლო ლიკვიდაციის საქმე იყო. 

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი “პირველებს“ უდასტურებს, რომ საპატრიარქოში შეხვედრაზე ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა, კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პროკურატურასთან თანამშრომლობას, პასუხობს, რომ “პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებს“.

მიმდინარე წლის 8 ივნისს, მაღალმა იერარქმა ამბიონიდან თქვა, რომ ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.

პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ „TV პირველს“ განუცხადა, რომ არ გეგმავს ჩვენება მისცეს საგამოძიებო უწყებებს 8 ივნისს მკვლელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე. 

მოგვიანებით, მარნეულის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, გ.შ.-ს (სავარაუდოდ გიორგი შინჯიკაშვილს) ეპისკოპოს ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობა დაუდგინა და ზიარება აუკრძალა.

14 ივნისს "ნოდარ მელაძის შაბათმა" წყაროს მიერ მიწოდებული აუდიო-ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც კონფიდენტის თქმით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანისა და იმ მონაზვნის საუბარს ასახავს, რომელიც სავარაუდოდ, მთავარეპისკოპოსის გასანეიტრალებლად გადაიბარეს. 

ჩანაწერის მიხედვით, მონაზონი ეპისკოპოსს ეუვნაბა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი მისი მოწამვლის გეგმას თვეების განმავლობაში ამუშავებდა. ამავე აუდიო ჩანაწის თანახმად, მონაზონიწმინდა სინოდის წევრს ეუბნება, რომ მისი ლიკვიდაციის სურვილი დღის წესრიგიდან ახლაც არ არის მოხსნილი. 

 

მსგავსი სიახლეები