ვიცავთ მედიისა და ვიცავთ თავისუფლებას! - ხალხი კრიტიკული მედიის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა
ვიცავთ მედიისა და ვიცავთ თავისუფლებას! - ამ სათქმელით დღეს თავისუფალი მედიის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო. ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, თავისუფალი მედიის ფასი მარეგულირებელ კომისიისკენ იმ დროს დაიძრნენ, როცა კომისია კობახიძის სარჩელების განხილვას იწყებდა.
"სიტყვის პოლიცია" ამოქმედებულია - ნებისმიერი სიტყვის გამო ახლა შეიძლება, ივანიშვილის გუნდა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ საქმეები საქმეებზე აღძრას.
ხალხი ამბობს, რომ მათთვის ნათელია, რა განზრახვა აქვს "ქართულ ოცნებას". მათ მიზანია, ცნეზურა დააწესოს სატელევიზიო არხებზე, რომ წამყვანებისა და ჟურნალისტების სასაუბრო ენიდან გაქრეს ისეთი ტერმინები როგორიცაა - "ოლიგარქის რეჟიმი", "სინდისი პატიმრები", "არალეგიტიმური ხელისუფლება" და "კლანური სასამართლო".