უწყვეტი პროტესტის 204-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

19.06.25 21:52
უწყვეტი პროტესტის 204-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 204-ე დღე-საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები