TI: რაჟდენ კუპრაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას მალავს

20.06.25 11:40
TI: რაჟდენ კუპრაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას მალავს

დეკლარციების ვებგვერდზე ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია არ იძებნება. ამის შესახებ იფორმაციას "საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ივანიშვილს ამ დეკლარაციის შევსება 2024 წლის ბოლოს, იმ დროს უწევდა, როდესაც მცირე ხნით პარლამენტის წევრი იყო. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ანტიკორუფციულმა ბიუროსგან გამოითხოვეს, თუმცა ვერ მიიღეს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უსამართლოდ მიიჩნევს ფაქტს, რომ კუპრაშვილის უწყება უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან უკანონოდ ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას, ხოლო ივანიშვილის კანონში მკაფიოდ გაწერილ ვალდებულებას უხსნის. 

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს ქონებრივი დეკლარციის შევსება უწევდა. ეს ვალდებულება მას არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის გამო წარმოეშვა. დოკუმენტი არ იძებნება დეკლარციების ვებგვერდზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოგვაწოდა ის. 

შედარებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელიც ასევე მცირე ხნით ფორმალურად იყო პარლამენტის წევრი, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა საერთოდ არ შეავსო დეკლარაცია.

რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შემსრულებლის როლი შეითავსა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან უკანონოდ ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას მაშინ, როცა ქონებისა და კავშირების დეკალარირებისა და ამ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით მკაფიოდ გაწერილ ვალდებულებას უხსნის ამ რეპრესიების დამკვეთ ივანიშვილს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

მსგავსი სიახლეები