"სოლიდარობა მათე დევიძეს, სოლიდარობა ჟურნალისტებს" - სასამართლოში ანატოლი გიგაურის პროცესი მიმდინარეობს

20.06.25 12:06
"სოლიდარობა მათე დევიძეს, სოლიდარობა ჟურნალისტებს" - სასამართლოში ანატოლი გიგაურის პროცესი მიმდინარეობს

 

სასამართლოში ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - "სოლიდარობა მათე დევიძეს, სოლიდარობა ჟურნალისტებს" - ეს სიტყვები წარმოთქვა დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლისას სინდისის პატიმარმა.

დღევანდელ სხდომაზედაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში დისტანციურად ჩვენებას ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აძლევს. ის შემთხვევის დროს იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ანატოლი გიგაური.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები